საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი აშშ-ს უწყებათაშორის დელეგაციას შეხვდა. შეხვედრა საქართველოს მთავრობის კანცელარიაში შედგა.
აღნიშნულ დელეგაციას დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ტომას მელია ხელმძღვანელობს.
შეხვედრაზე საუბარი აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაგრძელებას შეეხო. მხარეებმა საქართველოში არსებული ვითარებაც განიხილეს. პრემიერ-მინისტრმა დელეგაციას წინასაარჩევნო გარემო და საქართველოს მთავრობის სამომავლო გეგმები გააცნო.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრას აშშ-ს ახალი ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდიც ესწრებოდა.