საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საავტომობილო ტექნიკის მომსახურების ცენტრი შექმნა. ამის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტმა ბრძანებულება გამოსცა.
ამ ბრძანებულების თანახმად, თავდაცვის სამინისტრომ ერთ თვეში უნდა უზრუნველყოს ცენტრის შექმნასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება.
თავდაცვის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს ცენტრისათვის შესაბამისი მატერიალური რესურსების გადაცემა და ცენტრის ფინანსური უზრუნველყოფა „2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონით მისთვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
ბრძანებულება უკვე ძალაშია შესული.