საერთაშორისო სამოქალქო საზოგადოების მისიამ კოსოვოს სრული  დამოუკიდებლობა აღიარა

საერთაშორისო სამოქალქო საზოგადოების მისიამ კოსოვოს სრული დამოუკიდებლობა აღიარა

Euronews-ის ინფორმაციით, საერთაშორისო სამოქალქო საზოგადოების მისიამ, რომელიც დასავლეთის ქვეყნებმა კოსოვოს ხელისუფლების კონტროლისთვის დააწესეს, სამუშაო დაამთავრა.

პრიშტინაში დახურვის ცერემონიას  მისიის ხელმძღვანელი ჰოლანდიელი დიპლომატი პიტერ ფეიტი, გაეროში კოსოვის საკითხების წარმომადგენელი მარტი ახტისარი და კოსოვოს პრემიერმინისტრი ხაშიმ ტაჩი ესწრებოდნენ. ამიერიდან თვითგამოცხადებულმა კოსოვოს  რესპუბლიკამ, რომელიც 2008 წელს ბევრმა დასავლეთის ქვეყანამ ოფიციალურად აღიარა, სრული დამოუკიდებლობა მოიპოვა.

„მე ვაშინგტონს და ევროკავშირს წარვუდგენ ახალ გეგმას, სადაც სერბი ხალხი კოსოვოს პოლიტიკურ ინსტიტუტებში ჩაერთვება“,-განაცხადა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერმა ხაშიმ ტაჩმა.

.