საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებით, ეროვნული სტადიონის მიმდებარე ქუჩებზე მოძრაობა თამაშის დასრულებამდე შეიზღუდება, დროებით აიკრძალება სატრანსპორტო საშუალებების პარკირება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცის თბილისის მერია ავრცელებს.
საღამოს 19:00 საათიდან მეტრო „წერეთლიდან“ თამარ მეფის გამზირის მიმართულებით, ასევე ცაბაძის, დიდუბისა და ყიფიანის ქუჩებზე მოძრაობა ორმხრივად შეწყდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიცვლება ავტობუსებისა და სამარშრუტო ტაქსები მოძრაობა. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს ამომწურავი ინფორმაცია ალტერნატიული მარშრუტების შესახებ, მერიის ცხელ ხაზზე: 272 22 22 მიიღოს. ასევე საგანგებო რეჟიმში იმუშავებს თბილისის მეტროპოლიტენი. კერძოდ, დაემატება შემადგენლობები და ერთი საათით გახანგრძლივდება სამუშაო დრო.