კოალიცია „ჩვენი უფლებებისთვის“ თავმჯდომარე დავით ლილუაშვილი არჩევნების მონიტორინგთან დაკავშირებით საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს თანამშრომლობას სთავაზობს.
ორგანიზაციის პრესსამსახურის ცნობით, „ჩვენი უფლებებისთვის“ წევრმა ერთ ერთმა ორგანიზაციამ - „საქართველოს დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კავშირმა“, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიარა რეგისტრაცია. მათივე ინფორმაციით, ცესკომ არჩევნებზე ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის სტატუსი მიანიჭა.
„ჩემთვის, მნიშვნელოვანია დემოკრატიზაციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის პროცესებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ კორპუსთან თანამშრომლობა. რომ არა საერთაშორისო თანამეგობრობა და მათი წარმომადგენლობა საქართველოში, სააკაშვილი, როგორც ავტოკრატი, უფრო მეტად განახორციელებდა ქვეყანაში ძალადობრივ პოლიტიკას და შედეგებიც კიდევ უფრო მძიმე იქნებოდა. იმედი მაქვს, დიპლომატიური კორპუსის აქტიურობის და ობიექტურობის“ - აცხადებს კოალიციაში.