საქართველოს დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ხუთკაციანი დელეგაცია ეწვევა. ვიზიტის მიზანი წინასაარჩევნო პროცესების შესწავლაა.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია ასევე საარჩევნო კანონმდებლობას შეისწავლის და წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას დააკვირდება
ამასთანავე, დელეგაცია ქვეყნის პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, საგარეო საქმეთა მინისტრს და არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგელებს შეხვდება.
დაგეგმილია შეხვედრები საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრებთან, ცესკო-ს თავმჯდომარესთან, ამომრჩეველთა სიის დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარესთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელთან, ასევე, დიპლომატიური კორპუსისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
არჩევნების დღისთვის კი საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 21-კაციანი დელეგაცია ეწვევა.