საქართველოს პრეზიდენტი რეგიონების სტუმრობას განაგრძობს. მარნეულში სტუმრობისას მიხეილ სააკაშვილი მარნეულს ესტუმრა და ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართა. პრეზიდენტის განცხადებით, აუცილებელია, რომ პოლიტიკურ პროცესებში ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი მონაწილეობდეს. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პოლიტიკოსთა ახალ თაობას დიდი შესაძლებლობა აქვს წარმატებებს მიაღწიოს.
„ჩვენი ხალხი არ დაუშვებს ნგრევას, ჩვენი ხალხი არ დაუშვებს წარსულში დაბრუნებას, ჩვენი ხალხი აღარ დაუშვებს კორუფციული გარემოს დაბრუნებას. ამიერიდან, ჩვენ მხოლოდ წინ უნდა ვიაროთ, ყველამ ერთმანეთს ჩავკიდოთ ხელი და სამშვიდობოს გადავიყვანოთ ჩვენი მრავალეთნიკური, საამაყო საქართველო”, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა.