პარტია „თავისუფალი საქართველო“ იღებს პატრიარქის კურთხევას და პარტიის ხელმძღვანელობა მომავალ კვირას ბაგრატის ტაძრის კურთხევას დაესწრება. ინფორმაციას ამის შესახებ პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
შეგახსენებთ, 9 სექტემბერს, საკვირო ქადაგებისას, უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ ხელისუფლება, ოპოზიცია და მხედრობა 16 სექტემბერს ქუთაისში ბაგრატის ტაძრის კურთხევაზე მიიწვია.