Euronews-ის ინფორმაციით, სარდინიის ალუმინის ქარხნის მუშები რომის ქუჩებში გამოვიდნენ. მას შემდეგ, რაც ქარხანამ, რომელიც კომპანია Alcoa-ს ეკუთვნის, საწარმოს დახურვის შესახებ განაცხადა. რამდენიმე ასეული ადამიანი იტალიის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შენობისკენ გაემართა. დემონსტრაცია პოლიციელებთან შეტაკებაში გადაიზარდა.
კომპანია Alcoa-ს განცხადებით, საწარმო დაიხურა იმიტომ, რომ გაკოტრებას ვერ ასცდებოდა, ახალი მყიდველი კი, არ გამოჩნდა. იტალიის ხელისუფლებამაც ქარხანა დოტაციაზე არ აიყვანა.