მოსკოვის სახელმწიფო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ცნობილ ტელეწამყვანს, ქსენია სობჩაკს, რომლის ბინიდანაც ჩხრეკის შედეგად 1,5 მილიონი ევრო ამოიღეს, ამოღებულ თანხას არ დაუბრუნებენ.
„სასამართლოს წარმომადგენელმა მოკლედ განაცხადა- სასამართლო ფულს არ დააბრუნებს, რადგანაც არ არის დარწმუნებული, რომ ამ თანხით საზოგადოებრივი უწესრიგობა არ დაფინანსდება,-დაწერა სობჩაკმა თავის მიკრობლოგში Twitter-ზე.