ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით ქალაქ კუნდუზში თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა, მათ შორის 11 პოლციელია.
BBC-ის ინფორემაციით, 20-მდე დაზარალებული კუნდუზის საავდმყოფოში იმყოფება, მათი უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქეა.
ავღანეთის ხელისუფლების განცხადებით, ტერორისტული აქტი მიმართული იყო პოლიციელთა წინააღმდეგ, რომელთაც დღეს, გამართულ დემონსტრციაზე წესრიგი უნდა დაემყარებინათ.