12 სექტემბერს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ქალაქ მცხეთაში გამართულ გამოფენას ”ჩვენი ძეგლები”დაესწრება. აღნიშნული ღონისძიება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 35 და დაბადებიდან 80 წლის საიუბილეო თარიღებს მიეძღვნება.
გამოფენა მცხეთაში არსუკიძის № 3–ში გაიმართება.