პროექტ „ერთი ხმის“ ფარგლებში, ჯგუფმა „შინმა“ მორიგი კონცერტი თელავში გამართა. კონცერტის დაწყების წინ ზაზა მიმინოშვილმა „ნაციონალების“ მხარდამჭერებს მიმართა და შეერთებისა და საქართველოს სიყვარულისკენ მოუწოდა.
„დღეს თელავში ბევრი ახალგაზრდა დავინახე, რომელთაც მაისურზე გული ეხტა და ძალიან კარგი სიტყვები ეწერა-მე მიყვარს საქართველო. მოვიდნენ ისინი და შეგვხედონ-აი აქ არის საქართველო, აი, ეს არის საქართველო. მოდით დებოიდა ძმებო და დადექით ჩვენთან, აქ არის თქვენი ადგილი, აქ ერთი საქართველო და ერთი სიყვარულია“,-მიმართა ზაზა მიმინოშვილმა მსმენელებს.