დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატი ვახტანგ ხმალაძე „ომის ინვალიდთა და ვეტერანთა რესპუბლიკურ ჰოსპიტალში“ არ შეუშვეს . დაცვის თანამშრომლის განმარტებით, იქ სანიტარული დღეა გამოცხადებული და შენობაში შესვლის უფლება მხოლოდ ვეტერანებს აქვთ.
ინფო9-ის ჟურნალისტებს „ომის ინვალიდთა და ვეტერანთა რესპუბლიკურ ჰოსპიტალის“ თანამშრომელმა შეახსენა, რომ დირექტორის ნებართვის გარეშე, მათ არაფრის გადაღების ნებართვა არ ჰქონდათ და ჯობდა, დირექტორს მოთათბირებოდნენ. ვეტერანთა განცხადებით, ვახტანგ ხმალაძე იმიტომ არ შეუშვეს ჰოსპიტალში და არც ჟურნალისტებს არ მისცეს გადაღების საშუალება, რომ ავადმყოფებს არ განეცხადებინათ რა პირობებია ჰოსპიტალში. „მძიმე სანიტარული პირობებია, ხშირია ფსიქოლოგიური პრობლემების ფონზე თვითმკვლელობის ფაქტები. მთავრობა ვეტერანებს ყურადღებას არ აქცევს,“ - განაცხადეს ვეტერანებმა.