12 სექტემბერს საქართველოს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას პაეტი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ვიზიტისას ურმას პაეტი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება.
ვიზიტის ფარგლებში საქართველო და ესტონეთი, უნებართვოდ მყოფი პირების რეადმისიის შესახებ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმების საიმპლემენტაციო ოქმს მოაწერენ ხელს.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, საქართველოს და ესტონეთს მჭიდრო მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ.