პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა რუსეთში თავისი უკანასკნელი აქტივიც გაყიდა, რომელიც აგროსამრეწველო კორპორაცია Arco International Group- მა შეიძინა. Arco International Group-ის პრეზიდენტი ფრანჩესკო პიოვანეტტი დღეს ბიძინა ივანიშვილს შეხვდა.
ივანიშვილის განცხადებით, ეს მრავალმხრივ ძალიან საინტერესო კომპანიაა.
„სოფლის მეურნება ჩვენი პრიორიტეტია. გვქონდა საკმაოდ საინტერესო და საქმიანი საუბარი. მათ გაუჩნდათ ინტერესი საქართველოშიც განახორციელონ ინვესტიციები. ძალიან ბევრ თემაზე ვისაუბრეთ და იმედი გვაქვს, რომ მომავალში ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ფრანჩესკო პიოვანეტტისთან შეხვედრის შემდეგ.