„ახალმა მემარჯვენეებმა" დღეს „თბილისი მარიოტში" ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაცია გამართეს. პროგრამა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან კალანდაძემ წარადგინა.
მისი განცხადებით, "ახლების" ეკონომიკური პროგრამის ძირითადი პრიორიტეტები ბიზნესგარემოს გაუმჯობესება, მცირე ბიზნესის განვითარება და სოფლის მეურნეობის ხელშეწყობაა.
„ახლების" არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენ ეკონომიკური დანაშაულისთვის წინასწარი პატიმრობის პრაქტიკას გავაუქმებთ, რაც უსაფრთხო და პროგნოზირებადი გარემოს ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა კალანდაძემ პრეზენტაციაზე.
ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაცია ოთხი ქართული ორგანიზაციის: ეკონიმიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, "აისეტის" კვლევითი ინსტიტუტი, ლიბერალური აკადემიის და "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" წინასაარჩევნო პროექტის ფარგლებში გაიმართა.
პროექტის ფარგლებში ასევე გაიმართება სხვა პოლიტიკური პარტიების ეკონომიკური პროგრამების პრეზენტაციაც. მათ შორის 13 სექტემბერს იგეგმება "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ერკონომიკური პროგრამის, ხოლო 17 სექტემბერს "ქართული ოცნების" პროგრამის პრეზენტაცია. ამ პროექტის ფარგლებში 6 სექტემბერს ეკონომიკური პროგრამა "ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ" წარმოადგინა.