თბილისში მყოფი აჰმედ უმაროვი, რომელიც ჩეჩენი მეამბოხეების ლიდერის, დოკუ უმაროვის უფროსი ძმა, აცხადებს, რომ ლოპოტას ხეობაში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით, თბილისს არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრება.
აჰმედ უმაროვის განცხადებით, ლოპოტას ხეობაში მომხდარის დეტალების გახმაურება ჯერ ადრეა. ეს განცხადება უმაროვმა „ეხო კავკაზთან“ გააკეთა.
შეგახსენებთ, ლოპოტას ხეობაში ქართული მხარის მიერ 29 აგვისტოს დაწყებული სპეცოპერაციის შედეგად, ოფიციალური ინფორმაციით ლიკვიდირებულია 11 დივერსანტი, დაღუპულია ქართული ძალოვანი სტრუქტურების 3 თანამშრომელი.