პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერის მაია ფანჯიკიძის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 11 რაიონში ჩატარებული აქციით, „ნაცმოძრაობამ“ საკუთარი ამომრჩეველი აღრიცხა.
„სპორტის სასახლეში გარკვეული რაოდენობის ადამიანები ეტევა. რომც ვიგულისხმოთ, რომ ამდენივე იყო 11-ვე რეგიონში, მივიღებთ იმაზე ნაკლებ ციფრს, ვიდრე „ქართული ოცნების“ მიერ გამართულ პირველ აქციაზე დაფიქსირდა. „ნაცმოძრაობამ“ თბილისში მოსახლეობის ქუჩაში გამოყვანისგან თავი შეიკავა, რადგან ალბათ იცოდა, რომ ნაკლები მხარდაჭერა ექნებოდა“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.
ის დარწმუნებულია, რომ 29 სექტემბერს „ქართული ოცნების“ მიერ გამართულ საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ აქციაზე „ნაცმოძრაობის“ ყრილობაზე მყოფ ადამიანებზე 2-ჯერ და 3-ჯერ მეტი მხარდამჭერი დაფიქსირდება.