კოსმეტიკურმა კომპანიამ Bobbi Brown როგორც იქნა იპოვა თავისი ღირსეული სარეკლამო სახე, კომპანიის წარმომადგენლებმა გააფორმეს კონტრაქტი ქეით ჰოლმსთან. 33 წლის მსახიობი ხშირად მაკიაჟის გარეშე დადის, კოსმეტიკას ის იშვიათად ხმარობს. სწორედ ამას ეძებდა კომპანია Bobbi Brown , რომლის მთავარი პოლიტიკაც ბუნებრივობაა.
როგორც ცნობილია ქეითი Bobbi Brown-ის სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობას სამოსის, კერძო კოლექციის Holmes&Yang -ის მზადების პარალელურად აპირებს.
„ახალი სამოსი და მაკიაჟი, მსახიობს მთლიანი იმიჯის შეცვლასა და ყოფილი მეუღლის, ტომ კრუზის დავიწყებაში დაეხმარება“- ასე ფიქრობენ ყვითელი პრესის წარმომადგენლები, რომლებიც ღიად აცხადებენ რომ ქეითს თავისი ცხოვრებიდან ყველაფერი გააქვს, რაც კი ტომს ახსენებს.