BBC-ის ინფორმაციით, სირიის ჩრდილოეთით, ქალაქ ალეპოში გამთენიისას განხორციელებული ორი აფეთქების შედეგად, 29 ადამიანი გარდაიცვალა. აფეთქება სკოლისა და ორი საავადმყოფოს მიმდებარედ განხორციელდა.
ტერაქტი საკუთარ თავზე სირიის განმათავისუფლებელმა არმიამ აიღო. ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით, აღნიშნული ობიექტები სახელისუფლო ჯარების ყაზარმებად გამოიყენებოდა.
აფეთქებები გაეროს წარმომადგენლის ლაჰადარა ბრაჰიმისა და არაბული სახელმწიფოების ლიგის მოლაპარაკებების ფონზე განხორციელდა. ლაჰადარა ბრაჰამი ალეპოდან დამასკოში სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადთან მოსალაპარაკებლად დღეს გაემგზავრება.