17 სექტემბერს საქართველოში 5 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი ვიზიტი გაიმართება. ეს განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისი თქმით, საქართველოს რუმინეთის, ბულგარეთის, ჩეხეთის, ლატვიისა და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან.
„ ამ ვიზიტის მიზანს მეგობრული ჟესტის გამოხატულება წარმოადგენს და ვიზიტის ფარგლებში საუბარი საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხებზე იქნება“, - განაცხადა მან.
მისივე თქმით, ეს ქვეყნები ლობისტური ქმედებებით გამოირჩევიან, როდესაც საქმე საქართველოს ეხება.
ვიზიტის ფარგლებში ხუთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრას გამართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან, ასევე ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან.