ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო დელეგაცია ლუკა ვოლონტე ხელმძღვანელობით საქართველოს დღეს ეწვევა.
დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ანდორადან - ემ მატეუ პი, გაერთიანებული სამეფოდან - კრისტოფერ ჩოპე, ლატვიიდან - ბორის სილევიჩი, დანიიდან კი მაიკლ ასტრუპ იენსენი.
გარდა ამისა, დელეგაციის სამდივნოს საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის და სადამკვირვებლო ადმინისტრატორი ბოგდან ტორკატორიუ, მონიტორინგის კომიტეტის ადმინისტრატორი ბას კლეინი, კომუნიკაციების განყოფილების მთავარი ადმინისტრაციული თანაშემწე ნატალი ბარგელინი, თანაშემწე ენ გოდფრეი წარმოადგენენ.
ვიზიტის ფარგლებში სხვადასხვა შეხვედრები გაიმართება. მათ შორის 11 სექტემბერს შეხვდებიან საქართველოში ევროსაბჭოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელ კატერინა ბოლონეზს, OSCE/ODIHR-ის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიების ხელმძღვანელებს და წარმომადგენლებს, საქართველოში დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის წარმომადგენლებს, ცსკ-ის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილს, ამომრჩეველთა სიის დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძეს.
12 სექტემბერს კი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო დელეგაცია კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს, სახალხო დამცველ გიორგი ტუღუშს, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" წევრებს, "ახალი მემარჯვენეებს", "ლეიბორისტული პარტიის" წარმომადგენლებს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წვერებს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელ ლაშა თორდიას, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე გიგა ბოკერიას, სააგრეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძესა და საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდებიან.