"რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის გამო, მოსკოვში საარჩევნო უბნების გახსნას პრობლემატურ საკითხია“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ასეთ ვითარებაში შეუძლებელია უზრუნველყოფილი იყოს, რომ რუსეთში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა უსაფრთხოდ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში.
კალანდაძის განცხადებით, რუსეთში შვეიცარიის საელჩოს ქართული სექციის მუშაობა არ არის გამართული, რაც ქმნის პრობლემებს.
„სექცია გაუმართავად მუშაობს, შეზღუდული ვართ იმ ბერკეტებშიც, რაც გულისხმობს შუამდგომლობას პარტიები წარმომადგენლებისათვის ვიზების მიღებასთან დაკავშირებით", - განაცხადა ნინო კალანდაძემ.