პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ამ წუთებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა შრომის ბიურში, თომას მელიას ხელმძღვანელობით, აშშ-ის დელეგაციას ხვდება. შეხვედრის მიზანი წინასაარჩევნო გარემოს შეფასებაა.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, თავდაცვისა და იუსტიციის დეპარტამენტების წარმომადგენლები.
სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური განცხადების თანახად, დელეგაცია საქართველოში ჩამოდის იმისათვის, რომ ხაზი გაუსვას მომავალი საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას. დელეგაცია ასევე შეხვდება ხელისუფლების და სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს.
კოალიციის მხრიდან შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილთან ერთად მანანა კობახიძე და დავით უსუფაშვილი იმყოფებიან.