ერთ-ერთი, ბრიტანული ონლაინ-კინოთეატრის თანამშრომლებმა, შეადგინეს "ყველაზე სასაცილო ფილმთა" რეიტინგი, ფილმები შეირჩა იმის მიხედვით, თუ წუთში რამდენჯერ გაიცინებდა აუდიტორია კინოთეატრში.
შედგენილ ათეულში პირველი ადგილი დაიკავა 1980 წელს შექმნილმა კომედიამ „აეროპლანი“, სწორედ ის გახდა რეკორდსმენი ფილმი, რომელმაც 60 წამის განმავლობაში კინოთეატრი სამჯერ აახარხარა.
ფილმის რეჟისორია ჯიმ აბრაჰამსი, მთავარ როლშია ლესლი ნილსენი, რომელიც ყოფილი სამხედრო მფრინავის როლს ასრულებს.
ფილმი კომერციულადაც წარმატებული იყო, მისი საერთო ბოუჯეტი 3,5მილიონ დოლარს შეადგენდა, გაყიდვებით კი, 83 მილიონი დოლარის მოგება ნახა.
"ყველაზე სასაცილო ფილმების" რეიტინგში ასევე შევიდნენ ფილმები: „წვეულება ვეგასში“ , „ბორატი“, „ამერიკული ნამცხვარი“ და ა.შ.