საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი პირობას იძლევა , როპმ 2 წელიწადში ქვეყანას ფეხზე დააყენებს. ოლანდი მზადაა რიგი ზომები გაატაროს, რათა ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანოს.
Euronews-ის ინფორმაციით, მართალია საფრანგეთს ეკონომიკური კრიზისი შედარებით ნაკლებად შეეხო, ვიდრე მის სამხრეთელ მეზობლებს, თუმცა პრობლემები სასწრაფო გადაწყვეტას მოითხოვენ.
„მე ქვეყნის აღდგენისთვის ვადას ვაწესებ-ეს ორი წელია. ორი წელი საკმარისია იმისთვის, რომ ქვეყანაში ერთდროულად ახალი პოლიტიკა გატარდეს და ამასთანავე, მოხდეს სახელმწიფო ბიუჯეტის კორექცია. ვიცი, რომ ადამიანები მოთმინებას კარგავენ, თუმცა მე არ შემიძლია ოთხ თვეში გავაკეთო ის, რაც ჩემმა წინამორბედებმა ხუთი და ათი წლის განმავლობაში ვერ შეძლეს“,-განაცხადა ფრანსუა ოლანდმა ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გამოსვლისას.