ვენეციის 69-ე საერთაშორისო კინოფესტივალი დასრულდა. „ოქროს ლომის“ მფლობელი რეჟისორი კიმ კი დუკი გახდა. მისი ფილმი „პიეტა“ კი კინოფესტივალის ფავორიტი.
წლევანდელი ფესტივალი ისტორიის განმავლობაში ყველაზე მცირე რაოდენობის მონაწილით და რელიგიური სკანდალით დაამახსოვრდათ. ჟიურის საგანგებო ჯილდო ავსტრიელმა რეჟისორმა ულრიხ ზაიდლმა მიიღო. მის ფილმს - „სამოთხე, რწმენა“ დიდი სკანდალი მოჰყვა.
კათოლიკური სამყაროს მკაცრი კრიტიკა დაიმსახურა სექსუალურმა სცენამ, რომელშიც ჯვარცმა ფიგურირებს. მორწმუნეთა შეურაცხყოფის გამო რეჟისორს სასამართლოშიც უჩივლეს.
ჟიურის გადაწყვეტილებით, საუკეთესო მსახიობი ჰადას იარონი გახდა. მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის კი ჯილდო ამერიკელ ფილიპ სეიმურ ჰოფმანს გადასცეს. საუკეთესო სცენარის ავტორი ფრანგი ოლივიე ასაიასია.
„ვერცხლის ლომი“ ამერიკელ რეჟისორს, პოლ ტომას ანდერსონს ერგო ფილმისათვის "ოსტატი". ამ ფილმის მთავარი როლების შემსრულებლებმა, ხოაკინ ფენიქსმა და ფილიპ სეიმურ ჰოფმანმა მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის დაწესებული ჯილდოც გაინაწილეს.
საუკეთესო ოპერატორად - დანიელ ჩიპრი, საუკეთესო სცენარისტად კი ოლივერ ასაიასი დასახელდა.
ვენეციის 69-ე კინოფესტივალის ჟიურის წელს ამერიკელი რეჟისორი მაიკლ მანი ხელმძღვანელობდა. მასთან ერთად ფილმების შეფასებაზე მხატვარი მარინა აბრამოვიჩი, მოდელი ლეტიცია კასტა, ინგლისელი მსახიობი სამანტა მორტონი, აგრეთვე რეჟისორები - პიტერ ჩანი (ტაილანდი), ანრი ფოლმანი (ისრაელი), მატეო გარონე (იტალია), ურსულა მაიერი (შვეიცარია) და პაბლო ტრაპეო (არგენტინა) მუშაობდნენ.