დღეს, თელავში საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ აქცია გაიმართება.
აქცია ერეკლე მეორის მოედანზე ჩატარდება და ის 18:00 საათზე დაიწყება.
როგორც ცნობილია ქართული ოცნების აქცია " თელავში, 2 სექტემბერს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ლოპოტას ხეობაში განვითარებული მოვლენების გამო აქციის გამართვა გადაიდო. ასევე, გადაიდო ზუგდიდში დაგეგმილი ღონისძიება, რომელიც 9 სექტემბერს უნდა გამართულიყო.
თელავის შემდეგ, "ქართული ოცნება" აქციას 15 სექტემბერს, ახალციხეში, 22 სექტემბერს კი ზუგდიდში გამართავს.
ქართული ოცნების პრესსამსახურის ინფორმაციით, აქციის მოსამზადებელი სამუშაოები დღეს დილით ადრე დაიწყო, რადგან სამუშაოების დაწყებას ხელი „ნაციონალური მოძრაობის“ ღონისძიებამ შეუშალა.
„ქალაქში მოსახლეობის კოლონებს შტაბის ხელმძღვანელები და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები შემოუძღვებიან. შემდეგ კი, ერეკლე მეორის მოედანზე შევიკრიბებით“ - აცხადებენ „ქართული ოცნების“ პრესსამსახურში.