უნგრეთის მიერ აზერბაიჯანისთვის აზერბაიჯანელი ოფიცრის რამილ საფაროვის გადაცემის შემდეგ, ბრიტანელმა ლორდებმა სომხეთის პროტესტი გააკრიტიკეს.
კენ მაგინისის განცხადებით, არ შეიძლება პროტესტი გამოხატო ყველაფრის მიმართ განსაკუთრებით იმ რეგიონში, რომელიც განსაკუთრებით მგრძნობელობით გამოირჩევა. „სომხებს არ უნდა დაავიწყდეთ, რომ ოდესღაც ტერორიზმისთვის გასამართლებული სომხებიც გათავისუფლებულ და შეწყალებულ იქნენ და ამან აზერბაიჯანლებისა და თურქების რისხვა გამოიწვია. სომხების მიერ თურქული თვითმფრინავის Türk Hava yolları-ის აფეთქებამ პარიზის აეროპორტში არა მარტო თურქი, არამედ სხვა ქვეყნის მოქალაქეების სიკვდილი გამოიწვია“,-განაცხადა მაგინისმა.
ლორდ ლაირდის აზრით კი, არის იმის საშიშროება, რომ სომხების რეაქცია ყველა ზღვარს გადავიდეს. „ სომხები მთიან ყარაბაღში ახალი ომის დაწყებიით, უნგრეთთან კავშირის გაწყვეტით და ევროპაში მცხოვრები აზერბაიჯანელების სიკვდილით იმუქრებიან. რეგიონში ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, გადადგამს თუ არა სომხეთი ერთ ნაბიჯს უკან“,-განაცხადა ლორდთა პალატის წევრმა.