ქვეყანაში ბოლო პერიოდში აქტიურად განიხილება საპენსიო სისტემის მომავალი. გერმანიის შრომის სამინისტროს მონაცემებით, 2030 წლისთვის გერმანელ პენსიონერთა მესამედს სიღარიბე ელის. ახალი საპენსიო სისტემის მიხედვით, გერმანელი პენსიონერი პენსიას არა ხელფასის 51%-ს , არამედ 43%-ს აიღებს. იმისათვის, რომ გერმანელმა პენსიონერებმა არ იშიმშილონ, გერმანიის შრომის მინისტრმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პენსიონერებისთვის სპეციალური დამატებითი პენსიის შემოღება მოითხოვა.
„მიხარია, რომ გერმანიის საზოგადოება მომწიფდა იმისთვის, რომ პენსიონერების მომავალზე იმსჯელოს. საჭიროა სპეციალური დამატებითი პენსიის შემოღება, რათა პენსიონერებმა სიბერეში არ იშიმშილონ. ეს იმ გერმენლებს ეხებათ, რომლებიც დიდ ხელფასებს არ იღებდნენ, თუმცა წლების განმავლობაში პატიოსნად შეჰქონდათ შენატანი საპენსიო ფონდში“,-განაცხადა ლაიენმა.