„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შეხვედრა ამბროლაურშიც გაიმართა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ამბროლაურის ცენტრალურ მოედანზე დილიდან შეიკრიბნენ.
ამბროლაურში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი დავით ბაქრაძე ჩავიდა და შეკრებილ საზოგადოებას მიმართა. შეკრებილებს მიმართა ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმაც.
მათ „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო პროგრამასა და იმ პრიორიტეტებზე ისაუბრეს, რომლითაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში იხელმძღვანელებს.
„რატომ უნდა დაუჭიროთ მხარი „ნაციონალურ მოძრაობას“ იმიტომ რომ ეს არის პარტია, რომელიც ორიენტირებულია ქვეყნის წინ წაყვანაზე. ესაა გუნდი, რომელსაც ესმის ხალხის პრობლემა და გაჭირვება. ესაა გუნდი, რომელმაც იცის, როგორ უნდა მოაგვაროს ესა თუ ის პრობლემა, რომ ხალხი იყოს უკეთესად და ესაა გუნდი, რომელიც არასდროს უკან არ დაიხევს საქართველოს თავისუფლებისთვის და საქართველოს გამთლიანებისთვის ბრძოლაში“, - განაცხადა ბაქრაძემ.
მისი თქმით, ამჟამინდელმა ხელისუფლებამ საძირკველი ჩაუყარა და ქართული სახელმწიფო ააშენა.
„დღეს ქართული სახელმწიფო უფრო მეტად უნდა ემსახუროს ქართველი ხალხის ინტერეს და ქართველი ხალხის კეთილდღეობას“, - განაცხადა ბაქრაძემ.