MTV Video Music Awards -ის დაჯილდოებაზე, სადაც რიანამ გამარჯვება 5 ნომინაციაში მოიპოვა, მას ყოფილი სიყვარული კრის ბრაუნი სცენაზე ავიდა და მომღერალს მორიგი წარმატება კოცნით მიულოცა.
კრისის და რიანას კოცნის კადრები მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა და ჭორი ურთიერთობის აღდგენის შესახებ გამწვავდა. მით უმეტეს, რომ ცოტა ხნის წინ, რიანამ ოპრა უინფრისთან ჩაწერილ ინტერვიუში, კრისი მისი ცხოვრების ერთადერთ სიყვარულად მოიხსენია.
კრისი რიანას გარემოცვაში საღამოს განმავლობაში არაერთხელ დააფიქსირეს. წყვილი
ერთმანეთთან ასე ახლოს მას შემდეგ არ უნახავთ, რაც 2009 წელს კრისმა რიანა სასტიკად სცემა.
შეიძლება ეს ურთიერთობის აღდგენის მცდელობა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ კრისს სხვა მეგობარი გოგონა ჰყავს. იმასაც ამბობენ, ეს კოცნა და სიახლოვე, მოჩვენებითი შოუს ელემენტი იყო, რომელიც MTV-ის დაჯილდოების პიარისთვის დასჭირდა.