ჩინეთის ერთ-ერთი წყალუხვი მდინარე იანძი მოულოდნელად გაწითლდა. აღნიშნული სურათი ჩუნცინის პორტშია გადაღებული. გაწითლებული მდინარე რამდენიმე ასეულ მეტრზე მიედინება. ჩინეთის ოფიციალური პირები ვერანაირ განაცხადებას ვერ აკეთებენ. ამ ფაქტმა მოსახლოება გააკვირვა. ბევრი მათგანი მდინარის წყალს ბოთლებში ასხამს, რათა შეინახონ.
Daily Mail-ის ინფორმაციით, მეთევზეები თევზის ჭერას აგრძელებენ, მდინარის ფერის ცვლას თევზებზე ჯერჯერობით არ უმოქმედია.
იანძი ევრაზიის ყველაზე გრძელი და წყალუხვი მდინარე, მსოფლიოში კი მას მესამე ადგილი უკაბია.