ახალციხეში, რაბათის ციხესთან გამართულ „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე პრემიერ-მინისტრა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლების ამოცანაა გაქრეს კლასი, რომელიც საქართველოს უკან დაბრუნებას ცდილობს.
მერაბიშვილის თქმით, ხალხმა 1-ელ ოქტომბერს არჩევანი უნდა გააკეთოს მომავალსა და წარსულს შორის.
„დღეს ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს უკან დაბრუნებასა და მომავალს შორის. ჩვენი ამოცანაა, გაქრეს ის კლასი, რომელსაც სურვილი აქვთ დააბრუნონ ქვეყანა უშუქობაში, კორუფციასა და სხვა იმ გაჭირვებაში, რომელიც არსებობდა. სამწუხაროა, რომ საქართველოში ისევ არსებობენ ადამიანები, ვისაც ამის გაკეთება სურთ“, - განაცხადა მერაბიშვილმა.