პარლამენტის ვიცე-სპიკერი რუსუდან კერვალიშვილი პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილის მრჩევლად დაინიშნება. ამის შესახებ from.ge-ს ნაციონალური მოძრაობიდან ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა.
კერვალიშვილის პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში იქნება მიღებული.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის მიღმა დარჩენილ რუსუდან კერვალიშვილს, მმართველი პარტია უფუნქციოდ არ ტოვებს და უახლოეს ხანში მას ახალ თანამდებობაზე დანიშნავს.