პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თინათინ ხიდაშელი საარჩევნო კამპანიას განაგრძობს.
თინათინ ხიდაშელი ცნობილი ადამიანებთან: ნოდარ მგალობლიშვილთან, ნანული სარაჯიშვილთან, პავლე ნოზაძესთან, ლევან ანჯაფარიძესთან, გია ასათიანთან, ჯანსუღ ჩარკვიანთან, ნანა ლორთქიფანიძესთან, რამაზ და გივი ხუციშვილებთან ერთად, საგარეჯოს რაიონის სოფლებს - შიბლიანს, ბადიაურს და საგარეჯოს ეწვია.
ხიდაშელის საარჩევნო კამპანიაში კოალიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი დავით ბერძენიშვილიც ჩაერთო.
საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები საგარეჯოს რაიონში კიდევ ორი დღის განმავლობაში დარჩებიან და თინათინ ხიდაშელთან შეხვედრებს ერთად სხვადასხვა სოფლებში გამართავენ.