ქაბულში ნატოს შტაბ-ბინასთან კიდევ ერთი აფეთქება განხორციელდა

ქაბულში ნატოს შტაბ-ბინასთან კიდევ ერთი აფეთქება განხორციელდა

ავღანეთში ნატო-ს შტაბ-ბინასთან კიდევ ერთი აფეთქება განხორციელდა. ქაბულის პოლიციის განცხადებით, თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული აფეთქების შედეგად, ექვსი ადამიანია გარდაცვლილი. მიმდინარეობს გამოძიება.

დღეს ქაბულში ავღანეთის ოპოზიციის ლიდერის, ჩრდილოეთის დაჯგუფების ლიდერის  აჰმად შაჰ-მასურის დაღუპვის წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება იმართება. აჰმად შაჰ მასური, რომელიც აქტიურ ბრძოლას ეწეოდა თალიბების წინააღმდეგ,  2001 წლის 9 სექტემბერს თალიბებმა მოკლეს. სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით იმართებოდა დღეს ღონისძიება ქაბულში.