საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილის შეფასებით, ცალსახაა, რომ სენატორები, მათ შორის ჯონ მაკკეინი, საქართველოს შიდა პოლიტიკურ დებატებში არ ჩაერევიან.
“თუკი ვინმეს, ჯონ მაკკეინი ისეთივე დაქირავებული ფირმა ჰქონია, როგორსაც ბიძინა ივანიშვილი ქირაობს, ძალიან შემცდარა. ის სოლიდური, საერთაშორისო მასშტაბით გამორჩეული პოლიტიკოსია, რომელმაც თავისუფლებაც იცის, დემოკრატიაც და სხვა ქვეყნის საქმეებში ჩაურევლობის პრინციპიც კარგად აქვს გათვალისწინებული”, - აღნიშნა დავით დარჩიაშვილმა.
დეპუტატის თქმით, ამერიკელი სენატორების ვიზიტიდან ნათლად ჩანს, რომ ეს არის მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, მისი ადგილის და იმ კურსის, რომელიც ეხება ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას, რეფორმების გაგრძელებას და ქვეყნის მოდერნიზაციას.
გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე სენატორებმა ჯონ მაკკეინმა, ჯოზეფ იბერმანმა და ლინდესი გრემიმ აღნიშნეს, რომ მოახლოებული არჩევნების შედეგად საქართველოს უკან - 1990-იან წლებში დაბრუნების და ქვეყნის პროდასავლური კურსის შეცვლის საფრთხეს ვერ ხედავენ.