ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში გატარებული საარჩევნო სუბიექტების პარტიული სიები გამოაქვეყნა. ამ დროისათვის ცესკოს ვებ-გვერდზე 6 საარჩევნო სუბიექტის პარტიული სიაა განთავსებული. მათ შორის არიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - მეტი სარგებელი ხალხს“, „ედპ - ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“, „ჯონდი ბაღათურია - ქართული დასი“, „გიორგი თარგამაძე - ქრისტიან–დემოკრატიული გაერთიანება“ და მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“.
ცესკომ ვებ-გვერდზე რეგისტრაციაში გატარებული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სიაც გამოაქვეყნა. ყველა საარჩევნო სუბიექტის პარტიული სია კომისიის ვებ გვერდზე ეტაპობრივად დაიდება.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში „ახალი მემარჯვენეების“ საარჩევნო სიაც გაატარა.