კოალიცია "ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, ირაკლი ალასანია სოფელ ცაიშში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.
ალასანიამ მათ კოალიციის წინასაარჩევნო პროგრამა დეტალურად გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება მაჟორიტარობის კანდიდატმა ზუგდიდის განვითარებაში 100 მილიონის ჩადებასა და იაფ კრედიტებზე გაამახვილა, რომელსაც კოალიცია გამარჯვების შემთხვევაში ზუგდიდს გამოუყოფს.
„ქართული ოცნება" "ნაციონალური მოძრაობისგან განსხვავებით, რომელმაც შექმნა დასაქმების სამინისტრო და რამდენიმე მეგობარი დაასაქმა, ჩვენ რეალურად დავასაქმებთ ზუგდიდელებს. მილიარდი ჩაიდება სოფლის მეურნეობაში და გლეხი წელში გაიმართება. ზუგდიდში აშენდება სამედიცინო ცენტრი, რომელიც უფასოდ მოემსახურება ზუგდიდელებს და აფხაზებს. ზუგდიდი გახდება მიმზიდველი ცენტრი საქართველოს ყველა რეგიონისთვის", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
დღესვე, ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა შეხვედრა სოფელ ურთაში გამართა და მათ "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამები გააცნო.