პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ჯონ მაკკეინის ხელძღვანელობით აშშ–ის სენატის ძალიან საინტერსო დელეგაციას შეხვდა.
ივანიშვილის თქმით, ფაქტი, რომ აშშ-ის სენატის დელეგაციამ პირველი შეხვედრა პოლიტიკურ კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“ გამართა ბევრის მთქმელია.
„მათ პირველი შეხვედრა ჩვენთან გამართეს. არ უთქვამთ, რომ ჩვენს მხარდასაჭერად ჩამოვიდნენ, მაგრამ ილუზია სააკაშვილი, რომ ატყუებს ხალხს, რომ მაკკეინი მისი მეგობარია და მას უჭერს მხარს, ეს დაამსხვრიეს. მათ თქვეს, რომ ჩვენ მესამე ძალა არ ვიქნებით. ჩვენ ქართველ ხალს და საქართველოს ვუჭერთ მხარსო, მაგრამ თვითონ ფაქტი, რომ პირველნი ჩვენ შეხვდნენ ბევრის მთქმელია“, - განაცხადა ივანიშვილმა.