სასამართლო სისტემის მუშაობას გამოკითხულთა 2% ძალიან კარგად, 5% კი ძალიან ცუდად აფასებს. ასეთი შედეგი NDI-ის კვლევამ აჩვენა,რომელიც 31 ივლისიდან 12 აგვისტოს პერიოდში, საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე 2 038 ინტერვიუერი გამოიკითხა.
იგივე კვლევის თანახმად, სასამართლო სისტემის მუშაობას გამოკითხულთა 15% - კარგად, 27% - საშუალოდ, 13% კი ცუდად აფასებს.
კითხვაზე პასუხი 31%-ს არ აქვს, 7% კი კითხვაზე პასუხის გაცემაზე უარს აცხადებს.
რაც შეეხება სასჯელაღსრულების სამინისტროს მუშაობას, გამოკითხულთა 2% ძალიან კარგად, 12% - კარგად, 23% - საშუალოდ, 10% - ცუდად, 4 % კი ძალიან ცუდად აფასებს.
კვლევის შედეგების პრეზენტაცია NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლუის ნავარომ წარმოადგინა.
კვლევა 2012 წლის აგვისტოს შედეგებს ასახავს და ის კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ NDI-ის დაკვეთით ჩატარდა.