ხარატიშვილი: რუსეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ

ხარატიშვილი: რუსეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ

ცესკო-ს თავმჯდომარის, ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას რუსეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ვერ მიიღებენ. ამის შესახებ მან დღეს ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა.

მისი თქმით, საარჩევნო უბნები გახსნილია ყველგან, სადაც  წინა არჩევნებზეც იყო.

„ერთადერთი გამონაკლისი ამ შემთხვევაში არის რუსეთი, რომელიც იმ სიაში, რომელიც საქართველოს საგარეო სამინისტრომ გადმოგვცა,  არ იყო. რუსეთში ცოტა სხვა ტექნიკური პრობლემები არსებობს", - განაცხადა ზურაბ ხარატიშვილმა. 


არჩევნებში მონაწილეობა უცხოეთში არალეგალურად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს უპრობლემოდ შეუძლიათ, ამისათვის საჭიროა მათ გაიარონ არა საკონსულო აღრიცხვა, არამედ საკონსულო რეგისტრაცია.

„საკონსულო რეგისტრაციისთვის არ არის საჭირო მისამართის დამადასტურებელი დოკუმენტი. საკონსულო რეგისტრაცია მოქმედებს მხოლოდ ამ არჩევნებისთვის და უცხოეთში მყოფ მოქალაქის სტატუსს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ ექნება", - განაცხადა