10–13 სექტემბერს საქართველოს ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაცია ესტუმრება.
მათი ვიზიტი წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდება. დელეგაციის წევრები საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდებიან.
დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ: ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილთან, ამომრჩეველთა სიის დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძესთან, სახალხო დამცველთან გიორგი ტუღუშთან, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელთან ლაშა თორდიასთან, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე გიგა ბოკერიასთან,
საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან საქართველოს პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან.
დელეგაციის წევრები ასევე შეხვდებიან პოლიტიკური სუბიექტების – კოალიცია „ქართული ოცნების“, ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის, ახალი მემარჯვენეების, ლეიბორისტული პარტიის და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს.
ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაცია საქართველოში დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებსაც შეხვდება.