NDI-ის კვლევის თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში "ნაციონალურ მოძრაობას" 37%, "ქართულ ოცნებას" კი 12% ქდმ–ს კი 3% დაუჭერს მხარს.
კითხვაზე, "ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს ვის მისცემდით ხმას", პასუხები ასე გადანაწილდა: 37% - "ნაციონალური მოძრაობა", გამოკითხულთა 22%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის, 21% პასუხზე უარს ამბობს, 3% ქდმ-ს აძლევს ხმას, 12% კი "ქართულ ოცნებას".
ლუის ნავაროს ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი ივნიისის კვლევასთან შედარებით აგვისტოში იგივეა, "ქართული ოცნების" რეიტინგმა კი იკლო და 18%-დან 12%-ზე ჩამოვიდა.
კვლევის შედეგების პრეზენტაცია NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლუის ნავარომ წარმოადგინა.
კვლევა 2012 წლის აგვისტოს შედეგებს ასახავს და ის კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ NDI-ის დაკვეთით ჩატარდა.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 31 ივლისიდან 12 აგვისტოს პერიოდში, საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე 2 038 ინტერვიუერი გამოიკითხა.