NDI-ის კვლევის თანახმად, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გამოკითხულთა 77% გეგმავს.
აღნიშნული კვლევის მიხედვით, კითხვაზე, "ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, მიიღებდით თუ არა მონაწილობას", პასუხები ასე გადანაწილდა: გამოკითხულთა 77% მონაწილობას მიიღებს, 23% კი არ მიიღებს.
მაჩვენებლი იგივეა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე დასმულ შეკითხვასთან დაკავშირებითაც და მასში მასში მონაწილობის მიღებას გამოკითხულთა 77 % გეგმავს, 23% - კი არა.
კვლევის შედეგების პრეზენტაცია NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლუის ნავარომ წარმოადგინა.
კვლევა 2012 წლის აგვისტოს შედეგებს ასახავს და ის კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ NDI-ის დაკვეთით ჩატარდა.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 31 ივლისიდან 12 აგვისტოს პერიოდში, საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე