NDI -ის სოციალური კვლევის თანახმად, ამა თუ იმ ფიგურის საქმიანობის შეფასების თვალსაზრისით, საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ილია მე-2 -ის საქმიანობა ლიდერობს. მის საქმიანობას მოსახლეობის 87% დადებითად აფასებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმიანობას გამოკითხულთა 54% მიხეილ სააკაშვილის 41% -, გიგი უგულავას კი 39% აფასებს დადებითად.
როგორც სოციოლოგიური კვლევის პრეზენტაციაზე ითქვა, ამ კატეგორიაში პასუიხ არ ვიცი სჭარბობს.
კვლევის შედეგების პრეზენტაცია NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლუის ნავარომ წარმოადგინა.
კვლევა 2012 წლის აგვისტოს შედეგებს ასახავს და ის კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ NDI-ის დაკვეთით ჩატარდა.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 31 ივლისიდან 12 აგვისტოს პერიოდში, საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. პირისპირ ინტერვიუს