კოალიცია "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლების აქცია ამ წუთებში შსს-სთან მიმდინარეობს.
უწყაბასთან დაახლოებით 500-მდე ახალგაზრდაა შეკრებილი და ისინი პლაკატებითა და საყვირებით კოალიციის წევრების მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტებს აპროტესტებენ.
„ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ცოტნე ზურაბიანის განცხადებით, ის თანამოაზრეებთან ერთად, მინისტრ ბაჩო ახალაიას სთხოვს შეწყდეს კოალიციის მხარდაჭერ ახალგაზრდებზე ზეწოლის, დაშინების და შანტაჟის შემთხვევები.
მაგალითად ცოტნე ზურაბიანმა ერთ-ერთი აქტივისტის, 18 წლის ბექა ჯიქიძის დაპატიმრების ფაქტი დაასახელა.
„ბექა ჯიქიძე 1-ელ სექტემბერს, ჯგუფური ძარცვის ბრალდებით დააკავეს. ის პატიმრობაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს და გამოძიების ობიექტურად ჩატარებას ითხოვს“, - განაცხადა მან.