კიევის ხელოვნების ნაციონალურ მუზეუმში ზღაპარი რეალობად იქცევა, იქ მისულ სტუმრებს შეეძლებათ თვალი ადევნონ „მძინარე მზეთუნახავისა“ და მისი „ოცნების პრინცის“ სიყვარულის რეალურ ისტორას.
პერფორმანსი,რომელიც 15 დღის განმავლობაში გაგრძელდება უკრაინელ მხატვარს, ტარას პოლატაუკოს ეკუთვნის. ის ფიქრობს, რომ შარლ პეროს ცნობილი ზღაპრის ისტორია უკრაინელ ლამაზამნებს სიყვარული პოვნაში დაეხმარებათ. მხატვარმა პროექტში მონაწილეობის მისაღებად 5 უკრაინელი გოგონა მიიწვია. მათ მორიგეობით, 2-2 საათი მუზეუმის საგამოფენო დარბაზში, სპეციალურად მათთვის მოწყობილ სივრცეში „სძინავთ“. წესის თანახმად, ისინი მხოლოდ მაშინ ახელენ თვალს, როდესაც რომელიმე პრინცის ამბორით იხიბლებიან. ყველაზე საინტერესო ამ პერფორმანსში ისაა, რომ პრინც მზეთუნახავი მართლა ცოლად მოჰყავს.
ისინი ქორწინების რეალურ ხელშეკრულებას დებენ და ამ პერფორმანსით ცხოვრებას ერთმანეთს სამუდამოდ უკავშირებენ.
მუზეუმში „წამოწოლილი მზეთუნახავის“ კოცნა ყველა მსურველს როდი შეუძლია. მათკენ მიმავალი გზა, „რთული და ეკლიანია“, ყველა „პრინცი“ კარგად მოწმდება და „იშიფრება“ უმოწმებენ დოკუმენტებს, ფოტოებს და რაც მთავარია, ხელს აწერენ იმაზე, რომ „მზეთუნახავის გაღვიძების“ შემთხვევაში მას აუცილებლად ცოლად შეირთავენ.
„მზეთუნახავთა“ ვინაობა არ ხმაურდება, თუმცა ცნობილია, რომ ანალოგიური, „ზღაპრული კონტრაქტი“ პერფორმანსის ავტორთან მათაც დადებული აქვთ. „ეს საჭირო ფორმალობა „ზღაპრული ქორწილის“ ერთგვარი გარანტიაა!“-აღნიშნავს მხატვარი.